„დიდი შვიდეული“ - მკაცრად ვგმობთ ირანის პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას
მკაცრად ვგმობთ ირანის პირდაპირ სამხედრო თავდასხმას ისრაელზე, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას, – ამის შესახებ აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ამასთან, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ლიდერები ერთგულებას გამოხატავენ ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და გმობენ „ირანის დესტაბილიზაციურ ქმედებებს მთელს ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული დაჯგუფებებისა და შეიარაღებული ფორმირებების მეშვეობით“.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, გაიმართა მოლაპარაკებები რეგიონში ესკალაციის თავიდან აცილების მიზნითაც.
„თავდასხმებისა და საპასუხო ქმედებების საშიში ციკლი ქმნის უკონტროლო ესკალაციის რისკს ახლო აღმოსავლეთში, რაც არავის ინტერესებშია. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა რეგიონულ მოთამაშეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და თავშეკავებით“,- აღნიშნულია დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებაში.