„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა, ერთობლივი განცხადებით რუსეთის უკრაინაში აგრესია დაეგმო და შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერა
„დიდი ოცეულის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩინეთმა უარი თქვა, ერთობლივი განცხადებით რუსეთის უკრაინაში აგრესია დაეგმო და შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერა. შესაბამისად, შემაჯამებელ განცხადებას ხელი არ მოაწერეს რუსეთმა და ჩინეთმა.
დოკუმენტში უმკაცრესი ფორმით არის დაგმობილი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, მისგან გამოწვეული უდიდესი ადამიანური მსხვერპლი და ზარალი, რაც ასევე ამძიმებს გლობალურ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს.
ასევე ხაზგასმულია, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება ან მასთან დაკავშირებული საფრთხე ყოვლად დაუშვებელია.
მოსკოვში აცხადებენ, რომ „ანტირუსულმა“ დასავლურმა ქვეყნებმა „დიდი ოცეულის“ „დესტაბილიზაცია“ განახორციელეს.