დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით ხვალიდან ავტობუსის ახალი მარშრუტი ამოქმედდება
დედაქალაქში ხვალიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი – N321 ამოქმედდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ავტობუსი დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრებს შემდეგი მარშრუტით მოემსახურება:
დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.
უკუმიმართულებით ავტობუსი შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს: მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია – დავით სარაჯიშვილის გამზირი – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი – მირიან მეფის ქუჩა – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (არჩილ მეფის ქუჩა – დ. თავდადებულის ქუჩა) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა, მე-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია).
ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედი L“-ის მიმართულებითაც.
ახალ მარშრუტზე მგზავრებს 15-წუთიანი ინტერვალით, BMC მარკის 12-მეტრიანი ოთხი ავტობუსი მოემსახურება.