დიდი დანაკლისი დანიისთვის - ტუნისთან დაშავებული დილეინი მსოფლიოზე ვეღარ ითამაშებს #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე დანიის ნაკრებს სერიოზული დანაკლისი აქვს — როგორც ცნობილი გახდა, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ტუნისთან (0:0) ტრავმირებული ტომას დილეინი, სავარაუდოდ, ტურნირის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.
კერძოდ, სკანდინავიელს კუნთების უფრო სერიოზული პრობლემა აღმოაჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. შესაბამისად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ დილეინი თავის ეროვნულ გუნდს კატარში ვეღარ დაეხმარება.
ეს დანიის ნაკრებისთის სერიოზული დანაკლისია, რადგან საუბარია დანიის ნაკრების საკვანძო მოთამაშეზე. „სევილიას“ ნახევარმცველი დანიის ნაკრებში 2013 წლიდან თამაშობს (72 მატჩი, 7 გოლი) და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტია.