დიდი ბრიტანეთში პოლიციამ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი დაასრულა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი ოფიციალურად დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია ოჯახებს უკვე დაუკავშირდა. პოლიციის ინფორმაციით, ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ბრიტანეთის პოლიცია საქმესთან დაკავშირებით ვიეტნამის პოლიციასთან თანამშრომლობს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ადამიანები ჩინეთიდან არიან, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი ვიეტნამის მოქალაქეები იყვნენ.
23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში იდგა.