დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბში მანქანა შევარდა, დაშავდა 13 ადამიანი
დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბში მანქანა შევარდა, დაშავდა 13 ადამიანი

დიდ ბრიტანეთში, ღამის კლუბში მანქანა შევარდა, დაშავდა 13 ადამიანი.

გავრცელებული ცნობებით, ინციდენტი კენტის საგრაფოში მდებარე ქალაქ გრეივსენდში გუშინ ღამით მოხდა, როდესაც კლუბში უამრავი სტუმარი იმყოფებოდა.
როგორც გამოძიება ამტკიცებს, 21 წლის მამაკაცს, რომელიც მანქანას მართავდა, მანამდე კლუბის დატოვება მოსთხოვეს, რის გამოც მან შურისძიება სცადა და კლუბში ავტომობილით შევარდა. პოლიციამ დამანაშავე დააკავა. მას მკვლელობის მცდელობაში დასდეს ბრალი.

დაშავებულთა უმეტესობას სხვადასხვა სიმძიმის მოტეხილობა აღენიშნება. შვიდი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.