დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ქემერონს „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში ლობისტური საქმიანობის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

როგორც „როიტერი“ წერს, გამოძიება მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „კოვიდ-19“-ის კრიზისის დროს, კომპანია „გრინსილ კაპიტალის“-თვის საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ცდილობდა. როგორც ირკვევა, ქემერონმა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს პირად ტელეფონზე დაურეკა და კომპანიისთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფარგლებში გამოყოფილი სოლიდური კრედიტის მიღებას შეეცადა. საბოლოო ჯამში, კომპანია „გრინსილ კაპიტალმა“ კრედიტი ვერ მიიღო, რადგან მთავრობის მიერ დაწესებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შედეგად, კომპანია გაკოტრდა.

მომხდარს გამოეხმაურა ბრიტანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ მან არაფერი იცის მისი წინამორბედის ლობისტური საქმიანობის შესახებ.

ბრიტანეთის კანონმდებლობით, ყველა, ვინც ლობისტურ საქმიანობაშია ჩართული, ვალდებულია, ოფიციალურად დარეგისტრირდეს. ამ კანონის დარღვევა ჯარიმას, ან პატიმრობას ითვალისწინებს.