დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარე - ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანეთ
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარე - ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანეთ

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის თავმჯდომარემ, ჯეიკობ რის-მოგმა მოქალაქეებს ურჩია, ​ხელები ეროვნული ჰიმნის ფონზე დაიბანონ. ამის შესახებ განცხადება ჯეიკობ რის-მოგმა დღეს, კორონავირუსის გამო გამართულ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

სხდომას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უძღვებოდა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მოსალოდნელია.

ბორის ჯონსონის თქმით, გაერთიანებულ სამეფოს აქვს შემუშავებული ღონისძიებების კონკრეტული გეგმა, რომელსაც ეპიდემიის შემთხვევაში აამოქმედებს, რათა ყველაზე მეტად დაუცველი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისივე თქმით, კორონავირუსისგან დასაცავად ყველაზე მნიშვნელოვანი ხელების ხშირად დაბანაა.

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 36-ია.