დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა ბრექსიტის შეთანხმებას 11 დეკემბერს უყრის კენჭს
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატა ბრექსიტის შეთანხმებას, რომელზე კონსენსუსსაც ლონდონმა ბრიუსელთან მიაღწია, კენჭს 11 დეკემბერს უყრის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„მოუთმენლად ველი 11 დეკემბერს, როდესაც თემთა პალატა შეიკრიბება, რათა განსაზღვრონ, დაუჭერენ თუ არა რეფერენდუმის შედეგების რეალიზაციას მხარს. ეს შეთანხმება არამხოლოდ ხალხის ნების შესრულება, არამედ სამუშაო ადგილების შენარჩუნების გარანტიაც არის” – განაცხადა პრემიერმა.
იმ შემთხვევაში, თუ თემთა პალატა შეთანხმების ტექსტს მხარს არ დაუჭერს, ქვეყანას ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს, რაც დიდ ბრიტანეთზე უარყოფითად აისახება.
გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 2019 წლის 19 მარტს უნდა დატოვოს.