დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ირანს, აიძულოს ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი მხარს უჭერენ, შეაჩერონ უკანონო ქმედებები
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ირანს, აიძულოს ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი მხარს უჭერენ, შეაჩერონ უკანონო ქმედებები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შეპსმა მოუწოდა ირანს, აიძულოს ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი მხარს უჭერენ, შეაჩერონ უკანონო ქმედებები.

„ირანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გემებზე თავდასხმებში და მან უნდა გააცნობიეროს, რომ რეგიონში თავის ბევრ მარიონეტულ ჯგუფს უნდა აცნობოს, რომ ამით კარგი არაფერი გამოვა და ყველა წააგებს, თუ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით სვლას“, – განაცხადა შეპსმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, განახორციელებს თუ არა დიდი ბრიტანეთი მორიგ დარტყმას იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, მაგრამ თქვა, რომ იმედოვნებს, გაიგებენ, „ეს არის ზღვარი, რომელიც მართლაც გადალახულია“.

„არ შეიძლება, გყავდეთ ჯგუფები, რომლებიც, არსებითად, ხელს უშლიან საერთაშორისო ნაოსნობას და რეგიონს საფრთხეს უქმნიან. ამას შეიძლება უამრავი უდანაშაულო ადამიანი შეეწიროს, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – აღნიშნა შეპსმა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები განახორციელეს. „ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ აგრესიისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან.