დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი - დიდი ბრიტანეთი ევროპულ ომს არ გააჩაღებს, თუმცა უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება
დიდი ბრიტანეთი ევროპულ ომს არ გააჩაღებს, თუმცა უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„მე არ გავაჩაღებ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას, იბრძოლოს ყველა ქუჩაზე ყველანაირი აღჭურვლობით, რომლის მიწოდებაც მათთვის შეგვიძლია“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.
ბენ უოლასის თქმით, რუსეთი არ გაჩერდება უკრაინის შემდეგ.
„პუტინი არ არის რაციონალური. მას არ სჯერა, რომ ბალტიის სახელწმიფოები ნამდვილი ქვეყნებია. ჩვენ მას ყველა წინ უნდა აღვუდგეთ“, – აღნიშნა მან.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, 2008 წლის შემდეგ ბრიტანეთი ფინანსურად ეხმარებოდა, მხარს უჭერდა უკრაინას და ცდილობდა, დახმარებოდა მას ნატო-ში გაწევრიანებაში მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებს არ სურდათ მისი წევრობა. როგორც ბენ უოლასმა განაცხადა, ბრიტანული დაზვერვის ხელთარსებული ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ომის პირველ დღეს დაახლოებით 450 სამხედრო დაკარგეს, ხოლო რუსულმა ელიტურმა სპეცდანაყოფმა ვერ შეძლო კიევის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტის დაკავება.
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა პირველი დღის დასახული სამხედრო ამოცანები ვერ შეასრულეს.