დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბრექსიტის შესაძლო გადავადების გამო თანამდებობა დატოვა
დიდი ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ჯორჯ იუსტესმა ბრექსიტის შესაძლო გადავადების გამო თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.
როგორც იუსტესმა განმარტა, მას სურს, თავისუფლად იმოქმედოს უახლოეს კვირაში დანიშნული კრიტიკული დებატების დროს. მისი აზრით, ბრექსიტის გადასავადებლად ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს საკუთარ პირობებს უკარნახებს, რაც მინისტრის თქმით, ქვეყნის საბოლოო დამცირება იქნება.
შეგახსენებთ, დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის გადავადებას არ გამორიცხავენ. როგორც ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა მომლაპარკებელმა მიშელ ბარნიემ განაცხადა, ბრექსიტის გადასავადებლად საპატიო მიზეზია საჭირო.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის პარლამენტს ტერეზა მეის მთავრობასა და ბრიუსელს შორის ბრექსიტის პირობებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ჯერ კიდევ არ აქვს დამტკიცებული.