დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური აცხადებს, რომ საერთაშორისო ძალების გარეშე შესაძლებელია, ავღანეთის სახელმწიფო ჩამოიშალოს
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური კოალიციური ძალების გაყვანის შემდეგ ავღანეთში სამოქალაქო ომის საფრთხეზე საუბრობს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ნიკ კარტერის განცხადებით, შესაძლებელია, რომ საერთაშორისო ძალების გარეშე ავღანეთის სახელმწიფო ჩამოიშალოს.
შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის თქმით, არ არის გამორიცხული, ავღანეთში შეიქმნას 1990-იანი წლების სამოქალაქო ომის მსგავსი ვითარება, როდესაც საველე მეთაურების გავლენა იზრდება და ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა უსაფრთხოების ძალები, ეთნიკური ნიშნით დაყოფილია.