დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე შემდგომი დარტყმები არ იგეგმება
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის, ჯეიმს ჰიპის განცხადებით, ღამის განმავლობაში გაერთიანებული სამეფოს თვითმფრინავებმა იემენში, „ჰუსიტების“ ორ სამიზნეზე განახორციელეს დარტყმა, ხოლო აშშ-ის თვითმფრინავებმა – 12 სამიზნეზე.
ჰიპის თქმით, ოპერაცია იყო პროპორციული და აუცილებელი საბრძოლო ხომალდებისა და გადამზიდი გემების დასაცავად წითელ ზღვაში.
ამასთან, როგორც დიპლომატმა დასძინა, ამ დროისთვის შემდგომი დარტყმები არ იგეგმება.
აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები ღამით განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კი განაცხადა, რომ დარტყმები იყო „აუცილებელი და პროპორციული“.