დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფოტოგრაფი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფოტოგრაფი მარიო ტესტინო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.
The New York Times-ის ცნობით, მას ბრალი 13-მა ადამიანმა დასდო. ისინი სხვადასხვა წლებში მის მოდელებად და ასისტენტებად მუშაობდნენ.
ასევე, 15-მა მოდელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა ამერიკელი ფოტოგრაფი ბრიუს ვებერი, რომელიც Calvin Klein-თან და სხვა ცნობილ ბრენდთან მუშაობდა.
აღნიშნული სკანდალის გამო, ფოტოგრაფებთან მუშაობა შეწყვიტეს გამოცემებმა GQ-მ, The New Yorker-მა, Vogue-მ და Vanity Fair-მა.