დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ბრიტანელი პოლიტიკოსი მიესალმება სალომე ზურაბიშვილის განზრახვას, გააერთიანოს საზოგადოება და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მომავალ პრეზიდენტად არჩევას. დიდი ბრიტანეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. მივესალმები არჩეული პრეზიდენტის განზრახვას, გააერთიანოს საზოგადოება და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ითხოვს და იმსახურებს“, – წერს სერ ალან დუნკანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.