დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციაა
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციაა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჯილიან კიგანმა განაცხადა.
მისი თქმით, პუტინის მხრიდან მუქარები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
„აშკარაა, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის აშკარად ესკალაცია“, – განაცხადა კიგანმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განაცხადა.