დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო, თავშესაფარში გადასვლა მოუწია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელში ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო, თავშესაფარში გადასვლა მოუწია

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის ისრაელში ვიზიტის დროს საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის გამო თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ინფორმაციას „როიტერი“ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ისრაელის საგარეო უწყება აცხადებს, საჰაერო თავდასხმის სიგნალი აფრთხილებდა „ჰამასის“ მიერ რაკეტის გასროლის საფრთხის შესახებ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში დღეს ჩავიდა.

„დღეს ვარ ისრაელში, რათა ვაჩვენო, რომ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ისრაელის ხალხისადმი ურყევია“, – დაწერა „ტვიტერზე“ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.