დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიისწრაფვის და შეჩერებას არ აპირებს
რუსეთი მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაციისკენ მიისწრაფვის და შეჩერებას არ აპირებს, – ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ბრიტანელმა დიპლომატმა მოსკოვი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში.
როგორც ჰანტმა აღნიშნა, შემაშფოთებელია ის, რომ არ ჩანს, რუსეთს საერთაშორისო სამართლის ნორმების შესრულებისკენ დაბრუნება სურდეს.
„თუ შეხედავთ ევროპის რუკას და მონიშნავთ ყველა წერტილს, სადაც რუსეთიდან კიბერთავდასხმები განხორციელდა, კამპანიებში ხშირი ჩარევა რეფერენდუმებისა და არჩევნების წინ, მაშინ რუკაზე ძალიან ბევრ წერტილი იქნება. რთულია იმის გაგება, რამ შეიძლება აიძულოს რუსეთი, შეცვალოს პოზიცია“, – აღნიშნა ჰანტმა.