დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთმა Swift-ის საბანკო სისტემიდან ყველა რუსული ბანკი უნდა გათიშოს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ დასავლეთმა Swift-ის საბანკო სისტემიდან ყველა რუსული ბანკი უნდა გათიშოს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიეტუვაში გააკეთა, სადაც ის თავის ბალტიელ კოლეგებს ხვდება.
ლიზ ტრასის თქმით, დასავლეთმა უნდა უზრუნველყოს, რომ არც ერთ რუსულ ბანკს არ ჰქონდეს წვდომა Swift-ის საბანკო სისტემაზე. ამ ეტაპზე უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში Swift-დან გამორთულია რამდენიმე რუსული ბანკი.
„ჩვენ ვიმუშავეთ აშშ-სთან, ევროკავშირთან და დიდ შვიდეულთან, რომ შეგვეწყვიტა პუტინის ომის მანქანისთვის დაფინანსება, ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.