დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი - მხარს ვუჭერთ ეუთო-ს ძალისხმევას საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტის პრევენციისა და შერიგებისკენ
საქართველოში, მოლდოვაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პორბლემები რჩება. ორივე შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის პრევენციის, დარეგულირებისა და შერიგებისკენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფლებისა და დემოკრატიის შესალახად რუსეთის ნებისმიერი ქმედება უკრაინაში ან სხვაგან რეგიონში იქნება სტრატეგიული შეცდომა.
„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხედრო ძალის მობილიზებასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან გამჭვირვალობის არარსებობა ამწვავებს დაძაბულობას და ამცირებს ნდობას რეგიონში. ამგვარი საფრთხის შემცველი ქმედებები მიუღებელია. მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო – თავისუფლებისა და დემოკრატიის შესალახად რუსეთის ნებისმიერი ქმედება უკრაინაში ან სხვაგან რეგიონში იქნება სტრატეგიული შეცდომა. მოვუწოდებ რუსეთს, გამოიყენოს ეუთო-ს ინსტრუმენტები ნდობის აღსადგენად და გამჭირვალობის ვალდებულებების შესასრულებლად. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას და საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიებს სჭირდებათ სრული, უსაფრთხო და შეუფერხებელი დაშვება მთელ უკრაინაში, მათ შორის ყირიმში.
არსებულ რეალობაა, რომ ზოგიერთ რეგიონში მოქალაქეების სიცოცხლე დასაცავია და რეგიონული სტაბილურობა შესანარჩუნებულია. საქართველოში, მოლდოვაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პორბლემები რჩება. ორივე შემთხვევაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის პრევენციის, დარეგულირებისა და შერიგებისკენ“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.