დიდი ბრიტანეთის საელჩომ ჩივნინგის პროგრამის 13 გამარჯვებული გამოავლინა
დიდი ბრიტანეთის საელჩომ ჩივნინგის პროგრამის 13 გამარჯვებული გამოავლინა

დიდი ბრიტანეთის საელჩომ 2019-2020 წლისთვის ჩივნინგის პროგრამის 13 გამარჯვებული გამოავლინა. ქართველი სტუდენტები ერთწლიან სამაგისტრო პროგრამას დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტში გაივლიან.

სტუდენტების გაცილების ღონისძიებას თბილისში დიდი ბრიტანეთის საელჩომ უმასპინძლა, რომელსაც ჩივნინგის პროგრამის ყოფილი სტიპენდიანტებიც ესწრებოდნენ. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა სტუდენტებს წარმატება უსურვა, სხვებს კი მომავალი წლის პროგრამით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

შემდეგი პროგრამისთვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 5 ნოემბრამდე გასტანს.

ჩივნინგის პროგრამა საქართველოში 26 წელია მოქმედებს. მის ფარგლებში 250-ზე მეტმა ქართველმა პროფესიონალმა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა წარმატებით დაასრულა და მოგვიანებით საჯარო თუ კერძო სექტორში მოწინავე პოზიციებზე დასაქმდნენ.