დიდი ბრიტანეთის საელჩო - საელჩო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა
საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა, – ამის შესახებ აღნიშნულია საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე.
მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად.
„საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო მხარს უჭერს ეუთო/ოდირის შეფასებას, რომ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა ამომრჩევლებზე ზეწოლამ, ნეგატიურმა რიტორიკამ პროცესს ხელი შეუშალა. დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, აღმოფხვრას ხარვეზები და გაზარდოს ნდობა პრობლემების გადასაჭრელად“, – აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე.