დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 684 ადამიანი გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 684-ით გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
უახლესი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით სულ 19 506 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ეს მონაცემები მხოლოდ საავამდყოფოებში გარდაცვლილ პაციენტებს მოიცავს.
ქვეყნის მასშტაბით ამჟამად „კოვიდ-19“-ის 143 464 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, 5 386 ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა.