დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 847 ადამიანი დაიღუპა
დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვი 14 576-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრიტანეთის საავადმყოფოებში ახალ კორონავირუსს კიდევ 847 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ მეშვეობით გასაჯაროვა. მათივე ინფორმაციით, გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით, შეინიშნება მცირედი კლება.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსი უკვე 108 692 პაციენტს დაუდასტურდა. ტესტირება სულ 438 991 ადამიანმა გაიარა.