დიდი ბრიტანეთის პრინცმა ფილიპემ გულის ოპერაცია გაიკეთა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა. გამოცემის ცნობით, პრინცი ფილიპეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს.
99 წლის პრინცი ფილიპე უკვე 16 დღეა, საავადმყოფოშია. ის კლინიკაში ინფექციით შეიყვანეს. ბუკინგემის სასახლე დამატებით დეტალებს არ ავრცელებს, თუმცა აცხადებენ, რომ პრინცს „კოვიდ-19“ არ აქვს.