დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პირობას დებს, რომ 2023 წლისთვის ბრიტანეთში მოქმედ ევროკავშირის ყველა კანონს გააუქმებს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ლიზ ტრასი პირობას დებს, რომ 2023 წლისთვის გააუქმებს ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, რომელიც კვლავ მოქმედებს ბრიტანეთში, თუ ის გახდება კონსერვატიული პარტიის ლიდერი და მომავალი პრემიერ-მინისტრი.
„ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
ბრიტანეთის მთავრობამ უკვე გამოაცხადა თავისი განზრახვა, შეცვალოს ან გააუქმოს ევროკავშირის არსებული კანონები, მაგრამ არ ჰქონდა განსაზღვრული ვადები. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ თავს მეამბოხე უწოდა და თქვა, რომ ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება სურს.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი უპირისპირდება ყოფილ ფინანსთა მინისტრს, რიში სუნაკს, კონსერვატიული პარტიის 200 000 წევრის მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რომლებიც ზაფხულის განმავლობაში კენჭს უყრიან ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევას.