დიდი ბრიტანეთის პრალამენტი წინასაარჩევნოდ დაითხოვეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნის მოქმედმა პარლამენტმა მუშაობა საყოველთაო არჩევნებამდე 25 სამუშაო დღით ადრე უნდა დაასრულოს, რაც ნიშნავს, რომ თემთა პალატაში 650-ვე ადგილი ვაკანტურია. 4 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანო მუშაობას 9 ივლისს განაახლებს, რა დროსაც დეპუტატები სპიკერს აირჩევენ და ფიცს დადებენ.
წინასწარი გამოკითხვებით, გაზრდილია ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი, რომელიც ბოლო 14 წელია, ოპოზიციაშია და რომელსაც სათავეშიც ამჟამად კირ სტარმერია. დიდ ბრიტანეთში არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. უმრავლესობის ფორმირებას შეძლებს ის პარტია, რომელიც 326 მანდატს მოიპოვებს.