დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს
დიდი ბრიტანეთის პარლამენტში დღეს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყრიან კენჭს. კენჭისყრა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერ ჯერემი კორბინის ინიციატივით გაიმართება.
კორბინმა მთავრობის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც თემთა პალატამ პრემიერ-მინისტრის მიერ ბრიუსელში შეთანხმებული ბრექსიტის გეგმა არ დაამტკიცა. დეპუტატების უმრავლესობამ ამ შეთანხმებას ხმა არ მისცა.
ბრექსიტის გეგმაში გაწერილი იყო ის პირობები, რომლითაც გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 29 მარტს დატოვებს.
ბრიტანელი დეპუტატების გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირში რჩება, თუმცა იზრდება ე.წ. ხისტი ბრექსიტის რისკი, რაც ნიშნავს, რომ დიდი ბრიტანეთმა, ევროკავშირი შესაძლოა, შეთანხმების გარეშე დატოვოს.