დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის ლიდერი თანამდებობიდან გადადგა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატის ლიდერი ანდრეა ლიდსომი გადადგა. როგორც მან განაცხადა, აღარ სჯერა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის წევრები გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გაყვანას შეძლებენ.
ამასთან, რამდენიმე ბრიტანელმა მინისტრმა „ბიბისი“-ს განუცხადა, რომ ტერეზა მეის არ აქვს უფლება, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავოს.
მანამდე, ანდრეა ლიდსომი დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის თანამდებობაზე აცხადებდა პრეტენზიას.
თემთა პალატის ლიდერი ბრიტანეთის მთავრობის შემადგენლობაში შედის და პარლამენტის საქმიანობაზეა პასუხისმგებელი.
ლიდსომი უკვე 36-ე მაღალჩინოსანია, რომელმაც ტერეზა მეის კაბინეტი დატოვა. მათგან 21 თანამდებობის პირი ბრექსიტს შეეწირა.