დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირიდან გასვლის ვადა კანონმდებლობით იქნება დადგენილი
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირიდან გასვლის ვადა კანონმდებლობით იქნება დადგენილი. ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტი აპირებს, რომ პარლამენტს შესთავაზოს, „ბრექსითის“ ვადად 2018 წლის 19 მარტის გრინვიჩის დროით 23:00 საათი განსაზღვროს. ამის შესახებ „ბრექსითის“ საკითხებში მინისტრი დევიდ დევისი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს ინფორმაციას. მისი ცნობით, „ბრექსითის“ ზუსტი თარიღი და დრო მითეთებული იქნება ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონის დამატებით მუხლში.
სწორედ 29 მარტს იწურება ლონდონსა და ბრიუსელს შორის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებების პროცესის ორწლიანი ვადა. მოლაპარაკებები 2017 წლის 29 მარტს დაიწყო მას შემდეგ, რაც ლონდონმა ევროკავშირს „ბრექსითის“ შესახებ ოფიციალური განაცხადით მიმართა.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები შიშობენ, რომ მოლაპარაკებების პროცესი შესაძლოა, გაჭიანურდეს, ამიტომ თარიღის კანონმდებლობაში ჩაწერა მოითხოვეს. „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მომავალ კვირას განიხილავს.