დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა პარლამენტს პუტინის წინააღმდეგ „ეკონომიკური რამშტეინის“ იდეა შესთავაზა
დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა პარლამენტს პუტინის წინააღმდეგ „ეკონომიკური რამშტეინის“ იდეა შესთავაზა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრმა, ალისია კერნსმა პარლამენტს პუტინის წინააღმდეგ „ეკონომიკური რამშტეინის“ იდეა შესთავაზა.

კერნსი იმ სტატისტიკას გამოეხმაურა, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სანქციებს რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისეთი გავლენა არ მოუხდენია, როგორსაც დასავლეთის ქვეყნები ელოდნენ.

„ეს ძალიან დეტალური ინფორმაცია კიდევ უფრო აძლიერებს „ეკონომიკური რამშტეინის“ აუცილებლობას უკრაინის თავისუფლებისთვის მებრძოლთათვის. ცხადია, ჩვენ ვერ მოვახერხეთ, ადეკვატურად ფინანსურად ჩაგვეხშო პუტინის ომის მანქანა. ჩვენ უნდა ჩამოვართვათ მას მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების ფინანსური შესაძლებლობა“, – განაცხადა კერნსმა.