დიდი ბრიტანეთის ხაზინის მდივანი - ბორის ჯონსონი საწოლიდან წამოდგა და ექიმებს ესაუბრება
დიდ ბრიტანეთის ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც რიში სუნაკმა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბორის ჯონსონი საწოლიდან წამოდგა და ექიმებს ეკონტაქტება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 6 აპრილს გადაიყვანეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ბორის ჯონსონს ჟანგბადის თერაპიით მკურნალობენ.
ბორის ჯონსონს „კოვიდ 19“-ის დიაგნოზი 27 მარტს დაუსვეს.