დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში ასობით სატვირთო მანქანა საფრანგეთის საზღვრის გახსნას ელოდება
დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში ასობით სატვირთო მანქანა საფრანგეთის საზღვრის გახსნას ელოდება

დიდი ბრიტანეთის კენტის საგრაფოში ასობით სატვირთო მანქანა საფრანგეთის საზღვრის გახსნას ელოდება. ევროპულმა ქვეყნებმა დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლა ამის შემდეგ შეაჩერეს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები გამოვლინდა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამჟამად კენტიში საზღვრის გახსნას 1 500-ზე მეტი სატვირთო მანქანა ელოდება.

როგორც „ბიბისის“ აღნიშნავს, საშობაო პერიდოში დიდი ბრიტანეთის დუვრის პორტსა და საფრანგეთის კალეს შორის ყოველდღიურად 10 ათასამდე სატვირთო მანქანა გადაადგილდება.