დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსი კვლავ გავრცელდება, თუ სოციალური დისტანცირების ზომები გაუქმდება
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - ვირუსი კვლავ გავრცელდება, თუ სოციალური დისტანცირების ზომები გაუქმდება

დიდ ბრიტანეთში შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან ვირუსი კვლავ გავრცელდება, თუ სოციალური დისტანცირების ზომები გაუქმდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეტ ჰენკოკმა განაცხადა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მეტ ჰენკოკი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემია პიკს უახლოვდება.

„ვფიქრობთ, ცვლილებების განხორციელება ჯერ ნაადრევია. მართალია, ჩვენ ინფიცირებისა და საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის კლებას ვხედავთ, თუმცა ეს ჯერ ეპიდემიის შემცირება არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.

გაერთიანებულ სამეფოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 761 ადამიანი გარდაიცვალა. შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 12 868 შეადგინა.

დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ით 98 476 ადამიანია ინფიცირებული.