დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსის ახალი შტამის გამო, შეზღუდვების გამკაცრება აუცილებელია
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება, რის გამოც მოქმედი რეგულაციების გამკაცრებაა აუცილებელი.
მეთ ჰენკოკის თქმით, მკაცრი ზომების ქვეყნის იმ ნაწილში უნდა ამოქმედდეს, სადაც ბოლო კვირების განმავლობაში „კოვიდ-19“ სწრაფად ვრცელდება.
3 იანვარს დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 55 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის პერიოდში ქვეყანაში ვირუსს 75 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.