დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს
დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ევროკავშირთან არსებული სავაჭრო შეთანხმების გადახედვას გეგმავს.

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში ვიზიტის დროს მან ამ შეთანხმებას „წარუმატებელი“ უწოდა.

„მართალი ხართ, როცა ამბობთ, რომ ჩვენ გვინდა, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ვფიქრობთ, შეგვიძლია მივიღოთ იმაზე უკეთესი გარიგება, ვიდრე ის წარუმატებელი შეთანხმებაა, რომელიც ბორის ჯონსონმა ჩამოიტანა. ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

სტარმერის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს დისკუსიები ევროკავშირთან სავაჭრო და თავდაცვის კავშირების გასაძლიერებლად. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მაშინ დაიწყო, როდესაც ქვეყნის მთავარი დიპლომატი საზღვარგარეთ პირველი ვიზიტით გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში ჩავიდა.