დიდი ბრიტანეთი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხების პირველ სამიტს უმასპინძლებს
დიდი ბრიტანეთი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხების პირველ სამიტს უმასპინძლებს

დიდი ბრიტანეთი უმასპინძლებს მსოფლიოში პირველ სამიტს ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხზე, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„სამიტი შეისწავლის ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის სასაზღვრო სისტემების რისკებს და განიხილავს, როგორ შეიძლება მათი შემსუბუქება საერთაშორისო, კოორდინირებული ქმედებებით“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზუსტი თარიღი, როდის ჩატარდება სამიტი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც მედია წერს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ სამიტის დეტალებს.