დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იუწყება, რომელიც უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა.
მინისტრის თქმით, ეს არის რუსეთის სასოწარკვეთილი და უშედეგო მცდელობა, აღადგინოს დინამიკა ასობით ათასი ახალწვეულის კატასტროფული დაკარგვის შედეგად.
მინისტრი წერს, რომ „პუტინი ცდის უკრაინის თავდაცვასა და დასავლეთის სიმტკიცეს, ახლა დროა, მსოფლიო გაერთიანდეს და გააორმაგოს ძალისხმევა, რათა უკრაინამ მიიღოს ყველაფერი რაც გამარჯვებისთვის სჭირდება“.