დიდი ბრიტანეთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების შვილების რეპატრიაციას განახორციელებს
დიდი ბრიტანეთი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების შვილების რეპატრიაციას განახორციელებს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.
გერმანული გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებამ სირიაში მყოფ იმ ბავშვებს, რომლებიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დაღუპული ბრიტანელი წევრების შვილები არიან, გაერთიანებულ სამეფოში წაიყვანს.
„ეს უდანაშაულო, დაობლებული ბავშვები არასდროს უნდა აღმოჩნდნენ ომის სისასტიკის წინაშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ დაბრუნებას უზრუნველვყოფთ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა მათ მხარდაჭერა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნება სჭირდებათ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დომინიკ რაბს ბავშვების ზუსტი რიცხვი არ დაუსახელებია, თუმცა როგორც ორგანიზაცია „გადაარჩინე ბავშვების“ წარმომადგენლებმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, სირიაში შესაძლოა, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების 60 ბავშვი იმყოფება.
მსგავსი გადაწყვეტილება მანამდე გერმანიის, ბელგიისა და ავსტრალიის მთავრობებმა მიიღეს.