დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ირანში გამგზავრებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, უარი თქვან ირანში გამგზავრებაზე. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა გააკეთა. მისი თქმით, ირანის მიმართულებით ფრენა, უკან დაბრუნება ან შიდა ფრენები არ არის რეკომენდებული.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი ირანის რაკეტით ჩამოაგდეს და დაძაბულობის ესკალაციის გათვალისწინებით, ჩვენ ვურჩეთ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს, არ იმოგზაურონ ირანში“, – განაცხადა დომინიკ რააბმა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მოითხოვს, 8 იანვარს ავიაკატასტროფის გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და დადგინდეს მიზეზები.
შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა მედიამ გაავრცელმა ინფორმაცია, რომ უკრაინული „ბოინგ 737“ ირანის მიერ ნასროლი, რუსული რაკეტით „შემთხვევით“ ჩამოაგდეს. ამის ამსხველი ვიდეო ამერიკულმა მედიამ 9 იანვარს გაავრცელა. როგორც საერთაშორისო საგამოძიები რესურსი „ბელინგქათის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, ვიდეო თეირანის შემოგარენშია გადაღებული.
ირანში უარყოფენ, რომ უკრაინულ ლაინერს ხმელეთიდან გაუხსნეს ცეცხლი.