დიდი ბრიტანეთი მდიდარი რუსების შემოსავლების წარმომავლობას სწავლობს.
ინფორმაციას ბრიტანული „სანდეი თაიმსი“ ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო ამჟამად 12-14 მდიდარი ადამიანის შემოსავლების კანონიერებას იკვლევს. გამოძიების ფიჰურანტთა უმრავლესობა რუსეთთანაა დაკავშირებული.
„სოლსბერში ყოფილ ორმაგ ჯაშუშ სერგეი სკრიპალზე თავდასხმამ დააჩქარა ჩვენი სამუშაო პროცესი, რომლის მიზანიც უკანონო შემოსავლების გამოვლენაა. ფინანსურ დანაშაულთან მებრძოლი სააგენტოს თანამშრომელთა ყურადღება გამახვილებულია ყველა იმ პირზე, რომელთა ქონების ღირებულება 50 ათას ფუნტ სტერლინგს აღემატება. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი მათგანის აქტივები შეიძლება დააყადაღონ.
კანონი, რომლის მიხედვითაც ბრიტანელი საგამოძიებო ორგანოების მოქმედებს ძალაში იანვარში შევიდა. მას შემდეგ ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსი ოლიგარქების უკანონო შემოსაველბი შესაძლოა, გამოძიების საგანი გახდეს.
პირველი რუსი ბიზნესმენი, რომელსაც მაისის ბოლოს დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პრობლემა შეექმნა, ლონდონის ჩელსის მფლობელი რომან აბრამოვიჩი იყო. მას გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლისთვის აუცილებელი ვიზის მოქმედების ვადა არ გაუხანგრძლივეს”, – წერს გამოცემა.