დიდი ბრიტანეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იემენის კონფლიქტთან დაკავშირებით რეზოლუციას წარადგენს
დიდი ბრიტანეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე იემენის კონფლიქტთან დაკავშირებით რეზოლუციას წარადგენს

დიდი ბრიტანეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოზე 19 ნოემბერს იემენის კონფლიქტთან დაკავშირებით რეზოლუციას წარადგენს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციაში ევროპული სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა განაცხადა.

ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში იემენის სამოქალაქო კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართება. შვედეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე იემენის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელმა, მარტინ გირიფტმა განაცხადა.

იემენში შეიარაღებული დაპირისპირება 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. სახელისუფლებო ძალებსა და ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შორის დაპირისპირებას ამ ხნის განმავლობაში ასობით ათასი ადამიანი შეეწირა.

სტრატეგიულ ობიექტებზე მუდმივი ბრძოლა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას აფერხებს. შედეგად კი ქვეყანა კი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება.