დიდი ბრიტანეთი ცრუ ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ სპეციალურ ორგანოს ქმნის
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სპეციალურ ორგანოს ქმნის, რომლის დანიშნულებაც ცრუ ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
„ჩვენ შევქმენით ცალკე ორგანო, რომელიც კომუნიკაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი როგორც უცხო ქვეყნების, ასევე კერძო პირების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა იქნება. ასეთი უწყება დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების გამოკვეთაში“, – ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენლის განცხადებაში.
მისივე თქმით, ცრუ ინფორმაციების ეპოქაში მსგავსი ორგანოს შექმნა ხელისუფლების მხრიდან ამ კომპლექსური გამოწვევების პასუხად გადადგმული ნაბიჯია.