დიდი ბრიტანეთი - ბრექსითთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში კვლავ „დიდი პრობლემა“ გვაქვს
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ „ბრექსითის“ შესახებ მოლაპარაკებაში წინსვლა არ არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მიმდინარე კვირაში ბრიუსელში ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანი აცხადებს, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ევროკავშირთან არსებული აზრთა სხვადასხვაობები დაძლიონ.
ევროკავშირი და ბრიტანეთი ჩრდილოეთ ირლანდიის საკთხზე და სავაჭრო ურთიერთობებზე ვერ თანხმდებიან. მხარეებს კომპრომისის მისაღწევად დრო ნოემბრამდე აქვთ.
ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.