დიდი ბრიტანეთი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს. ამის შესახებ დიდი ბირტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა.
„აუცილებელია, ეუთო-ს დახმარებით ჩატარდეს არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიება, რომელთა გამოც ეს კენჭისყრა არასამართლიანი გახდა. ასევე, გამოძიებული უნდა იყოს ამ არჩევნების შემდგომ განვითარებული საშინელი რეპრესიები. დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, რათა სანქციები დაწესდეს პასუხისმგებელი პირების მიმართ და ბელარუსის მთავრობამ პასუხი აგოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ზედიზედ მეექვსედ ალექსანდრ ლუკაშნეკომ მოიპოვა. არჩევნების შედეგები არ აღიარა აშშ-მა და ევროკავშირმაც.