„დიდი 10“-ის გამარჯვებული თბილისის „ლოკომოტივი“ გახდა. რკინიგზელები საქართველოს ჩემპიონის ტიტულს რვა წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლნენ – „ლოკომოტივმა“ ჩემპიონის ტიტული მე-10 მოიპოვა.
თბილისელები „აია“-ს წინააღგმდეგ მთელი მატჩის მანძილზე დომინირებდნენ, მეტოქე შერკინებისა და რაქებში დაჩაგრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.
გიორგი შკინინის და საჯარიმო ლელოს ბექა წიკლაურმა ფეხით 17 ქულა შემატა. „აია“-ს მხრიდან ერთადერთი ლელო ნიკა წივწივაძემ შეხვედრის ბოლო წუთზე დადო.
საბოლოო ანგარიში „ლოკომოტივი“ 29:10 „აია“.