დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
დიდ დიღომში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სტრაბონის და ნიკო ბურის ქუჩების მოწესრიგება მიმდინარეობს.

სამუშაოების ფარგლებში, სტრაბონის ქუჩაზე 9121 კვადრატული მეტრი ფართობის მოწესრიგდება სრულდება. ამ ეტაპზე, ასფალტის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს.

ნიკო ბურის ქუჩაზე უკვე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ამჟამად, გრუნტის მოხსნის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე 3767 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი ორფენიანი საფარი დაიგება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. გაიოზ ვასაძის თქმით, ამ ქუჩებზე აქამდე ასფალტის საფარი არ ყოფილა.

„წელს დიდ დიღომში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს იმ ქუჩებზე, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილა ასფალტის საფარი. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მოსახლეობისთვის მსგავსი პროექტების განხორციელებას, როგორც საგზაო, ასევე დასასვენებელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით“, -განაცხადა გაიოზ ვასაძემ

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ ასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 1 462 546 ლარი გამოიყო.