დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა
თბილისში, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ადგილობრივები აღნიშნულ ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მოედნის ტერიტორია 2008 წელს გაიყიდა და ამ ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კორპუსის აშენებას არ დაუშვებენ.