დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არიან ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ნიგერიის მოქალაქეები არიან. აფეთქება სწორედ მათ ბინაში მოხდა. ასევე დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა. დედა-შვილი კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.